2016 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ იარაღის შეძენის ნებართვა 12400 პირზე გაიცა. ამის შესახებ შსს-ს სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული. ამასთან სტატისტიკის თანახმად 2016 წელს იარაღის ან/და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდა 6789 პირმა ჩააბარა.
ამასთან კანონმდებლობის თანახმად, თუკი იარაღის შემძენს უკვე ჩაბარებული აქვს შესაბამისი გამოცდები, ახალი იარაღის შეძენის ნებართვის აღებისას, მას აღარ უწევს ხელმეორედ იგივე ტიპის იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩაბარება.
იარაღის ან/და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდა 2015 წლიდან ბარდება. გამოცდა თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესებისა და გამოცდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ტარდება.