ფადი ასლი უცხოელ ინვესტორებს მოუწოდებს, უარი თქვან ქართულ სასამართლოს მომსახურებაზე

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი და ბიზნესმენი ფადი ასლი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც უცხოელ ინვესტორებს მოუწოდებს, უარი თქვან ქართული სასამართლოს მომსახურებაზე.

"ბიზნესპრენიუსი" უცვლელად გთავაზობთ ფადი ასლის პოსტს.

"ჩემი პირველი რჩევა ყველა ინვესტორს, რომელიც საქართველოში საქმიანობის დაწყებას აპირებს: ნებისმიერი ხელშეკრულების გაფორმებისას, სახელმწიფოსთან იქნება ეს თუ კერძო კომპანიასთან, კონტრაქტში საერთაშორისო საარბიტრაჟო სისტემა ჩართეთ და კატეგორიულად თქვით უარი ქართული სასამართლოს მომსახურებაზე ყველანაირ დავაზე და ყველანაირ პირობებში. თუ თქვენი პარტნიორი ამ პირობაზე უარს იტყვის, შეთანხმება დაუყოვნებლივ გააუქმეთ", - წერს ფადი ასლი.