სკოლებში და საბავშვო ბაღებში 14-დან 17 აპრილის ჩათვლით დასვენების დღეები იქნება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლებში და საბავშვო ბაღებში 14-დან 17 აპრილის ჩათვლით დასვენების დღეები იქნება.

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იუწყება, საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლები პარასკევს, 14 აპრილიდან დაისვენებენ. სასწავლო პროცესი სამშაბათს, 18 აპრილს განახლდება.

ანალოგიური გრაფიკით დაისვენებენ საბავშვო ბაღებიც. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, სააღმზრდელო პროცესი 14-დან 17 აპრილის ჩათვლით შეწყდება. საბავშვო ბაღები მუშაობას 18 აპრილს განაგრძნობენ.