Open Air 2017-ის შემსრულებელთა ვინაობა ცნობილია.
სამი დღის განმავლობაში სპეციალურად მოწყობილ სამ სცენაზე მაყურებლის წინაშე 40-ზე მეტი არტისტი წარდგება.
მუსიკალური ფესტივალი 16-18 ივნისს იპოდრომის ტერიტორიაზე გაიმართება.
სამდღიანი აბონიმენტები (მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის) 12-დან 28 აპრილამდე გაიყიდება და მისი ფასი 100 ლარი იქნება. რაც შეეხება დღიური ბილეთებს, მისი გაყიდვა 29 აპრილიდან დაიწყება. ამ პერიოდში თიბისი ბანკი-ს ნებისმიერი ბარათის მფლობელებისთვის იმოქმედებს 20%-იანი ქეშბექი.
ბილეთები გაიყიდება - სპორტის სასახლესთან, Tbilisi Open Air-ის სალაროში და ფილარმონიის სალაროში, ასევე ონლაინ.