ეროვნულმა ბანკმა აპრილის თვის ანალიტიკური ანგარიშები გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნული ბანკი ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აქვეყნებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს

"საფინანსო სექტორის მიმოხილვისა" და "მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის" სახით.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.