კობა ნარჩემაშვილი - პარლამენტის ადგილსამყოფელად კონსტიტუციით ორი ქალაქი - თბილისი და ქუთაისი უნდა განისაზღვროს

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, კობა ნარჩემაშვილის აზრით, პარლამენტის ადგილსამყოფელად კონსტიტუციით ორი ქალაქი - თბილისი და ქუთაისი უნდა განისაზღვროს.

როგორც ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამით კონსტიტუციაში აისახება ის რეალობა, რომელიც სადღეისოდ არსებობს, როცა პარლამენტი საქმიანობს როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში.

ამასთან, კობა ნარჩემაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და აღნიშნული საკითხი კენჭისყრით გადაწყდება.