მსოფლიო ქვეყნების ლიდერები საცხოვრებლად ძვირადღირებულ რეზიდენციებსა და სასახლეებს ირჩევენ.
„ბიზნეს ინსაიდერი“ გთავაზობთ მსოფლიოს 20 ლიდერის საცხოვრებლის ფოტოგალერეას.
ბრაზილია
Palácio da Alvorada ბრაზილიის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციაა, სადაც ქვეყნის პირველი პირები 1956 წლიდან ცხოვრობენ.საფრანგეთი
საფრანგეთის პირველი პირი პარიზში ყველასთვის ცნობილ ელისეს სასახლეში ცხოვრობს. სასახლე პირველი პირების ოფიციალური რეზიდენცია 1840 წლის შემდეგ არის. 1722 წელს აშენებული სასახლის ოქროსფერში გადაწყვეტილ ოთახებს შორის ერთ-ერი ყველაზე მდიდრული „ფესტივალების დარბაზია“, სადაც საფრანგეთის ყველა პრეზიდენტის ინაუგურაცია იმართება.იაპონია
იაპონიის საიმპერატორო სასახლე ტოკიოში მდებარეობს, რომელსაც გარშემო დიდი პარკი, თხრილი და ქვის სქელი კედლები აკრავს.
აშშ
ვაშინგტონში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეზინდეცია „თეთრი სახლი“ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი რეზიდენციაა. თეთრ სახლში ორი სასადილო ოთახია, ერთი უშუალოს პრეზიდენტის ოჯახისთვის, ხოლოდ მეორე მსოფლიო ლიდერების სადილისთვის.რუსეთი
რუსეთის პირველი პირების რეზიდენცია „კრემლი“ მე-14-17 საუკუნეებს შორის აშენდა.ვიეტნამი
ვიეტნამის პრეზიდენტის რეზიდენცია „ჰანოი“ 1906 წელს აშენდა და მხოლოდ ოფიციალური მიღებებისთვის გამოიყენება.თურქეთი
თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ანკარაში 615 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლში ცხოვრობს. სახლი სიდიდით ბევრად აღემატება „თეთრ სახლსა“ და ვერსალის სასახლეს. სასახლეში 1 100 ოთახია.გერმანია
გერმანიის პრეზიდენტი შუა ბერლინში ნეოკლასიკურ ბელვიუსის სასახლეში 1994 წლიდან ცხოვრობს. სასახლე 1785 წელს აშენდა.იტალია
რომში მდებარე ქვირინალის სასახლე იტალიის პირველი პირის სამი რეზიდენციიდან ერთ-ერთია. სასახლეში სხვადასხვა დროს 30 რომის პაპი, 4 მეფე და 12 პრეზიდენტი ცხოვრობდა. იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ სასახლის 1 200-ე ოთახი თანამედროვე და მუდმივი არტ გამოფენებისთვის გახსნა.ლიხტენშტეინი
ლიხტენშტეინის პრინცი ჰანს-ადამ II ვადუცში, ვადუცის ციხე-სიმაგრეში ცხოვრობს. ვადუცის ციხესიმაგრე მნახველებისთვის მხოლოდ 15 ოქტომბერს ქვეყნის ეროვნულ დღეს იხსნება.