დავით ნარმანია - ელიავას ტერიტორიასთან დაკავშირებით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც არც ერთ მხარეს არ დააზარალებს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რეკრეაციულ ზონად გამოცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, გენერალური გეგმის ჯგუფის მიერ შემოთავაზებულია ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რეკრეაციულ ტერიტორიად გამოცხადებასთან დაკავშირებით საკმაოდ დეტალური ანგარიში და კონკრეტული მოსაზრებები. მისი თქმით, ეს აუცილებლად დაექვემდებარება შემდგომ განხილვას.

”ასევე საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე საინტერესო მაგალითებია მოყვანილი. ეს საკითხი აუცილებლად დაექვემდებარება შემდგომ განხილვას. ვფიქრობ, უნდა მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება, რაც ერთის მხრივ არც ბიზნესს დააზარალებს და მეორეს მხრივ, საზოგადოების საჭიროებასა და ინტერესებზე იქნება მორგებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.