საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო - შპს “კასტა” გაიხსნება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავეჯის მასალის იმპორტიორი კომპანია შპს „კასტა“ თბილისში, თორნიკე ერისთავის ქ. #1-ში მდებარეობს. კომპანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საოფისე და საყოფაცხოვრებო ავეჯის მწარმოებელი ქარხნის გახსნას გეგმავს.
ამჟამად კომპანიაში 21 ადამიანია დასაქმებული. საწარმოს სრულად ამოქმედების შემდეგ კომპანიაში 37 ადამიანი დასაქმდება. შპს „კასტა“, რომელიც ავეჯს უკვე 10 წელია აწარმოებს, საკუთარი ავეჯის მაღაზიის გახსნას და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე სახელის დამკვიდრებას გეგმავს.
შპს „კასტა,“ რომელიც 2017 წლის მაისის თვეში გაიხსნება, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 451 764 ლარს შეადგენს.