თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენის საფასური 55 ევროდან დაიწყება

ავიაკომპანია Georgian Airways თბილისი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს.

როგორც კომპანიაში "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, თბილისი-ბათუმის რეისზე ერთი მიმართულებით ბილეთების ფასი 55 ევროდან დაიწყება.

Georgian Airways ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს 28 აპრილიდან განაახლებს.

რაც შეეხება ფრენების ინტენსივობას, კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ, კვირაში რამდენჯერ შესრულდება რეისი, თუმცა აღნიშნავენ, რომ იგეგმება ყოველდღიური რეისების განხორციელება.