1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3896 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.3896 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3915 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.5418 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5357 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.