1 აგვისტოდან მოყოლებული საქართველოს მასშტაბით 38 099 მიწის ნაკვეთის აზომვის საფასური, ჯამში 3 016 941 ლარი ანაზღაურდა.
ინფორმაციას ამის შესახებ საჯარო რეესტრი ავრცელებს.
2016 წლის პირველი აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის.
პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ანხორციელებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზის მომზადების ხარჯების ამზომველთათვის ანაზღაურებას.
ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა ერთ ნახაზზე 1,5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის აზომვის შემთხვევაში 80 ლარს, ხოლო 1,5 ჰექტრიდან 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთებზე 100 ლარს შეადგენს.