იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა, როცა მასწავლებელმა სააღდგომოდ კვერცხის მოხატვა დაავალა.
ნამუშევრები იმდენად ლამაზი გამოვიდა, რომ დედამ და სანდრომ მათი რეალიზება გადაწყვიტეს. შეგროვებული თანხით კი, სანდრო ტელეფონს იყიდდა. ასე გადაიზარდა გატაცება სერიოზულ ბიზნესად. გაყიდული საჩუქრებით სანდრომ 4 დღეში 400 ლარი იშოვა. ტელეფონი კი მას საჩუქრად დედის სამსახურმა გადასცა.
სანდროს ახალი ოცნება აქვს - ფოტოაპარატი და ველოსიპედი. წელს გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხის ნაწილს სწორედ ოცნების ახდენას მოახმარს, ნაწილით კი, ახლობლებისთვის საჩუქარს შეიძენს.
იხილეთ ვიდეო PALITRAVIDEO-ზე