ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილი, დიდთოვლობის გამო გვიან შემოდგომაზე იკეტება და გაზაფხულზე იხსნება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურებმა, მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყეს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც, ამ დროისთვის გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.