მარტში საარსებო მინიმუმი 1 ლარითა და 40 თეთრით გაიზარდა

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი მიმდინარე წლის მარტში 150 ლარითა და 30 თეთრით განისაზღვრა, რაც წინა თვის მონაცემზე 1 ლარითა და 40 თეთრით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, გასული წლის მარტთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 7 ლარითა და 10 თეთრით გაიზარდა.

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა 2017 წლის მარტში 284 ლარი და 70 თეთრი შეადგინა, რაც თებერვლის მაჩვენებლზე 2 ლარითა და 60 თეთრით მეტია, წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე კი 13 ლარითა და 60 თეთრით მეტი.

საქსტატის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა მიმდინარე წლის მარტში 169 ლარი და 70 თეთრი შეადგინა, რაც წინა თვის მონაცემზე 1 ლარითა და 60 თეთრით მეტია, ხოლო გასული წლის ამავე მაჩვენებელზე 8 ლარითა და 10 თეთრით მეტი.

ოჯახის ტიპების მიხედვით საარსებო მინიმუმი თებერვლის თვეში ასე გადანაწილდა: ერთსულიანი ოჯახი -150 ლარი და 30 თეთრი, ორსულიანი ოჯახი - 240 ლარი და 50 თეთრი, სამსულიანი ოჯახი - 270 ლარი და 60 თეთრი, ოთხსულიანი ოჯახი - 300 ლარი და 70 თეთრი, ხუთსულიანი ოჯახი - 338 ლარი და 30 თეთრი, ექვსსულიანი ოჯახი - 399 ლარი და 90 თეთრი.

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.