2017 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 112.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 276.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 23.5%-ით (21.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9% იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 92.3% მოდიოდა.
2017 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 16.6 მლნ აშშ დოლარი (41.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 16.3 მლნ აშშ დოლარისა (39.6 მლნ ლარისა) გასული წლის მარტში.