გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ინიციატივით, სოფელ ნიქოზის საჯარო ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროდან იუწყებიან, აქციის ფარგლებში, ეროვნულ საშენი მეურნეობიდან გამოყოფილი 100-მდე ტუიას, მუხისა და კაკლის ნერგები დაირგო.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა ბაგა-ბაღის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად, ადგილობრივმა მოსახლეობამ, ასევე ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიიღეს.