დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.
16 და 17 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.
მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს, კუკია-მახათასკენ - სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე - მეტროსადგურ „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“, ასევე, ვერის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი დოდო ჭიჭინაძის ქუჩის N25 კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ მეტროსადგურ ”ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან იმოძრავებს”, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.