„იყიდე ამერიკული, დაასაქმე ამერიკელი“ დღეიდან შევა ძალაში

დღეს 18 აპრილს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს ბრძანებას, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „იყიდე ამერიკული, დაასაქმე ამერიკელი“.

როგორც ამერიკული მედია წერს, ამ დოკუმენტის საშუალებით, პრეზიდენტი მოახდენს ამერიკული ეკონომიკის შიდა წარმოების სტიმულირებას.

მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეროვნული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, კონგრესს მიმართავს, მიიღონ კანონპროექტი 1 ტრილიონი დოლარის გამოსაყოფად. სწორედ ამ ოდენობის თანხის ინვესტირება იგეგმება ეროვნულ ეკონომიკაში.

„დადგა დრო ქვეყნის აღდგენისთვის ახალი პროგრამის დასაწყებად, რომლის საფუძველიც იქნება ორი პრინციპი - იყიდე ამერიკული, დაასაქმე ამერიკელი“, - განაცხადა ტრამპმა.

კოკა კვირკველია