მეაბრეშუმეობის საერთაშორისო ასოციაციის (BACSA) რიგით მე-8 კონფერენციაზე საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგში არსებულ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, კონფერენციაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს. ყურადღება მეაბრეშუმეობის დარგის განვითრებისთვის საქართველოში არსებულ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე გამახვილდა.
ქალაქ შეკში (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) გამართულ მეაბრეშუმეობის საერთაშორისო ასოციაციის (BACSA) რიგით მე-8 კონფერენციის ფარგლებში, აბრეშუმის ხელთნაკეთი ნაწარმის გამოფენა მოეწყო. მონაწილეებმა ქალაქ შეკის მეაბრეშუმეობის აბრეშუმის პარკსახვევი ფაბრიკა დაათვალიერეს, რომელშიც ძველ დაზგა-დანადგარებთან, საქსოვ, სამღებრო და საჩითავ მოწყობილობებთან ერთად თანამედროვე ძაფსახვევი მანქანებია განთავსებული.
კონფერენციაში მონაწილეობას 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა, მათ შორის, ბულგარეთის, რუმინეთის, ჩინეთის, კუბის და სხვა ქვეყნების მეაბრეშუმეები.