სურსათის ეროვნულ სააგენტოში ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრიდან იუწყებიან, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველებმა ასოციაციის წევრებს დასავლეთ საქართველოში გამოვლენილი ახალი მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
მათივე ინფორმაციით, მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოების დაწყება მაისი-ივნისის პერიოდშია ნავარაუდევი. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იქნება პერიტროიდის ჯგუფის პრეპარატი (მოქმედი საწყისი-ბიფენტრინი), რომელიც რეგისტრირებული და აპრობირებულია საქართველოში და რეკომენდებულია უცხოელი სპეციალისტების მიერ. აგრეთვე აღინიშნა, რომ სააგენტო აქტიურად ითანამშრომლებს ბიოლოგიურ მეურნეობებთან ბიოლოგიური პრეპარატის გამოცდის და გამოყენების საკითხებზე.