საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს და მონიტორინგი გაუწიოს საპარტნიორო ფონდის ბალანსს. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საპარტნიორო ფონდის სესხს 2017 წელს 20 მილიონ დოლარამდე შეზღუდავს.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ფიქრობს, რომ საქართველოში ფისკალური რისკის შემცირება საჯარო და კერძო პარტნიორობის (PPP) პროექტის შესახებ კანონით მოხდება, რომელსაც საქართველოს მთავრობა პარლამენტს მიმდინარე წლის დეკემბერში წარუდგენს.
სსფ-ის განცხადებით, ახალი კანონი გააძლიერეს საგადასახადო რისკების საჯარო კონტროლს. ანგარიშის თანახმად, კანონის მიღებამდე ხელისუფლება თავს შეიკავებს საჯარო კერძო პარტნიორობისა და ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერისგან, გარდა ენერგოსექტორში არსებული შეზღუდული რაოდენობის ხელშეკრულებებისა, რაც ვალდებულებების საგადასახადო რისკების ყოვლისმომცველ შეფასებას ექვემდებარება.
„საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაცია ეძლევა უფრო ძლიერი როლი მიეცეს ფინანსთა სამინისტროს სახსრებისა და საბიუჯეტო ხელმისაწვდომობის ღირებულების განხილვაში; უზრუნველყოფილი იყოს სატენდერო პროცესი; საჯარო კერძო პარტნიორობის ვალდებულებების ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდეს. პროგრამა შეზღუდავს საპარტნიორო ფონდის ახალ სესხებს, ასევე ლიმიტს დააწესებს მის სალარო დეფიციტზე. საპარტნიორო ფონდი განაგრძობს მხოლოდ კომერციული მიზნების განხორციელებას (შვილობილი კომპანიების მონაწილეობის წილის ან სესხის თანაფინანსირების უზრუნველყოფით), არ განახორციელებს სალარო დეფიციტს ან არ გამოსცემს რამე გარანტიებს. გარდა ამისა, ჩვენ საპარტნიორო ფონდის სესხს 2017 წელს 20 მილიონ დოლარამდე შევზღუდავთ“, - ნათქვამია ანგარიშში.