მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 11.7%-ით გაიზარდა და 67 414 ერთეული შეადგინა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის მარტში 2013-2016 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ცალსახა ზრდა აღინიშნება. კერძოდ, 2013 წლის მარტთან (38 359 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით, ტრანზაქციების რაოდენობა - 75.7%-ით, 2014 წლის მარტთან (44 206 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 52.5%-ით, 2015 წლის მარტთან (49 025 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 37.5%-ით, ხოლო 2016 წლის მარტთან (60 340 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - 11.7%-ით არის გაზრდილი.
17%-ით გაიზარდა უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა თებერვალთან შედარებით. ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (19.7%-ით), ისე მეორადი (16.1%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.
წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (34.8%-ით), ისე მეორადი (5.2%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2017 წლის მარტში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 17 952 ერთეული შეადგინა, საიდანაც 11 178 ერთეული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა. მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ კი 49 462 ერთეული შეადგინა, საიდანაც 6 155 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაა, ხოლო 3 583 - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, რეგისტრაციის გაუქმება.
მარტში ყველაზე მეტი - 20 103 ერთეული ტრანზაქცია თბილისში; ყველაზე ცოტა 1 289 ერთეული კი რუსთავში დაფიქსირდა.