საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შპს „TV ERA“-ს, რომელიც მომსახურებას ქ. ბათუმში ეწევა, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო 11 278 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან იუწყებიან, კომისიის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, დადგინდა რომ შპს „TV ERA“ შემდეგ სამაუწყებლო არხებს - „Disney“, “Show”, “футбол 2”, „Авто 24“, „Россия 1”, „Еврокино“, “History”,“Киносемья”,“Домашний”, “Наш футбол”, “футбол 1”, “Eurosport 1“, “TV 5“, “TV 1000“, “Nickelodeon”, “СТС”, “Евроновости”, “TV 3”, “Иллюзион”, „ТНТ“, “футбол 3”, „ Матч“, “Eurosport 2“, “Че”, “Viasat sport espn”, „ТНТ 4”(comedy), „Ru Tv“ - გადასცემდა ყოველგვარი ლიცენზიის და ნებართვის გარეშე.
„საკითხის არსებითი განხილვის შემდეგ და კომპანიის წარმომადგენლების არგუმენტაციის მოსმენის შემდეგ, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „TV ERA“-მ ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენცია, „ისმო“ საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ხელშეკრულება, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონები დაარღვია.
შპს „TV ERA“-ს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე დაკისრებული ჰქონდა სანქცია - წერილობითი გაფრთხილება, ამიტომ კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომპანია დააჯარიმა. ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „TV ERA“-ს ზემოთხსენებული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეჭყვეტა დაეველა.
კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია გადაწყვეტილებების გვერდზე“, - აცხადებენ კომისიაში.