სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგს წარმართავს. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო იუწყება, 20 აპრილს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე და სააგენტოს სხვა პასუხისმგებელი პირები სამოქალაქო საზოგადოებას გააცნობენ დაგეგმილ რეფორმებს და უკვე რეალიზებულ სიახლეებს, ახალი კანონის ნორმებს, ასევე უპასუხებენ შეკითხვებს.
”სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელდა მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები. მომზადდა და საქართველოს პარლამენტმა მიიღო უკვე ორი ახალი კანონი, რომლებმაც საგრძნობლად შეცვალეს საჯარო სახსრებით განსახორციელებელი შესყიდვების გარემო.
შეცვლილია უამრავი რეგულაცია, მიღებულია ახალი წესები და შემუშავებულია რეკომენდაციები, გამოცემულია უამრავი ახალი მეთოდურ-პრაქტიკული მითითებები. მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში დაინერგა ახალი შესყიდვის პროცედურები და ელ სერვისები”, -ნათქვამია ინფორმაციაში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე და სააგენტოს სხვა პასუხისმგებელი პირები სამოქალაქო საზოგადოებას გააცნობენ დაგეგმილ რეფორმებს და უკვე რეალიზებულ სიახლეებს, ახალი კანონის ნორმებს, ასევე უპასუხებენ შეკითხვებს.