გიორგი ბერიძემ კომპანია 2013 წელს დაარეგისტრირა. მის მფლობელობაში არსებულ რამდენიმე თონეში 8 ადამიანს ასაქმებდა, 2 თანამშრომელი კი პურის მაღაზიებში დისტრიბუციას უზრუნველყოფდა.
გიორგის მცირე ბიზნესი 2 წლის განმავლობაში საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებდა, თუმცა საბოლოოდ მისი საქმიანობა შემოსავლის ეტაპობრივი კლებითა და საბოლოოდ გაკოტრებით დასრულდა. ბერიძეს კომპანია ოფიციალურად გაკოტრებულად არ გამოუცხადებია და ის კვლავაც აქტიური სუბიექტების სიაშია. რეალურად კი საქმიანობა შეჩერებულია.
გიორგის საქმიანობის მსგავსად, საქართველოში ბევრი მცირე თუ საშუალო კომპანია ამთავრებს საქმიანობას გაკოტრებით. მაგრამ, ასევე გიორგის მსგავსად, არც ისინი აფიქსირებენ ოფიციალურად საქმიანობის შეჩერებას.
საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ Allnews.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2014-2016 წლებში გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დასრულების და/ან გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე სასამართლო აქტის საფუძველზე გაუქმებულია 280 მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაცია. ეკონომისტების თქმით კი, რეალურად საქართველოში ბევრად მეტი გაკოტრებული კომპანიაა.
"საქართველოში კომპანიის დარეგისტრირება ძალიან მარტივია. გაუქმება/ლიკვიდაცია კი ძალიან რთულია. შესაბამისად, ადამიანები კომპანიებს ოფიციალურად კი არ ხურავენ, არამედ უბრალოდ ანულებენ ანგარიშებს და ისე ტოვებენ. გაუქმებას დამატებითი დროის და ფინანსური რესურსი უნდა, ამიტომაც არ აკეთებენ ამას. გაკოტრების ოფიციალური გამოცხადება გამონაკლის შემთხვევებში ხდება ხოლმე, როცა ამის განსაკუთრებული მოთხოვნა არსებობს, მაგალითად, პარტნიორის მხრიდან. სხვა შემთხვევაში კი უბრალოდ ისე რჩება ხოლმე," - განმარტავს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოში ბაზარი მეტად არაკონკურენტულია და სწორედ ესაა კომპანიების გაკოტრების ძირითადი მიზეზი. იხილეთ გაგრძელება.
იხილეთ ასევე: გაკოტრებული კომპანიები მსოფლიოში