თბილისის გენერალური გეგმის პირველადი ვარიანტი მაისის ბოლოს იქნება

თბილისის გენერალური გეგმის პირველადი ვარიანტი მაისის ბოლოს იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მერის განცხადებით, თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს. მაისის ბოლოს გენგეგმის პირველადი ვარიანტი იქნება მზად, რის შემდეგად მასზე საჯარო განხილვები მოეწყობა.

”ჩვენ გაცვლითი სამუშაო შეხვედრა გვექნება მომავალი თვის დასაწყისში, რათა გავიაროთ უკვე მომზადებული დოკუმენტი, ვნახოთ რა ეტაპზე არიან. სამუშაო ჯერ კიდევ არის დარჩენილი, ჯგუფი აქტიურად მუშაობს. ასე რომ, როგორც კი პირველადი ვარიანტი იქნება, შემდეგ მის საჯარო განხილვას დავიწყებთ”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.