ბალენსიაგან ახალი, ლურჯი ჩანთა Ikea-ს სასურსათო ჩანთას ჰგავს.
"სიენენის" ინფორმაციით, ვიზუალური მსგავსების გარდა, ორივე ჩანთა ნეონის ლურჯი ფერისაა, განსხვავება არც ფორმაშია. როგორც ბალენსიაგას, ასევე Ikea-ს ვერსიებში ჩანთა შიგნიდან უფრო ტევადია, ვიდრე გარედან ჩანს.
თუმცა, ვიზუალური მსგავსების მიუხედავად, მთავარი განსხვავება ფასში და ხარისხშია. მაშინ, როდესაც Ikea -ს ჩანთა გადამუშავებული პლასტმასისგანაა დამზადებული და 99 ცენტი ღირს, ბალენსიაგას ჩანთა ”ბრწყინავი” ტყავისგან არის დამზადებული და ოქროს სამაგრები აქვს. ამიტომ მისი ფასი 2,145 აშშ დოლარს აღწევს.
ბოლო დროს ცნობილ დიზაინერებს შორის ხშირია ყოველდღიური ნივთების გადაკეთება. მაგალითად, Vetements -ის 740-დოლარიანი თეთრი დიდი მაისური, რომელიც ერთი შეხედვით, არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი და შედარებით იაფი მოდელისგან.
ჩანთების მსგავსება, რომელიც მალევე მოხვდა ყურადღების ცენტრში, Ikea-სთვის სასიამოვნო ფაქტი იყო. "ძალიან გვსიამოვნებს, რომ ბალენსიაგას ჩანთა Ikea-ს საკულტო სასურსათო ჩანთას ჰგავს. არაფერი შეედრება ლურჯი ჩანთის უნივერსალურობას", - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.