საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და „ტერაბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, მემორანდუმის თანახმად, www.eauction.ge-სა და „ტერაბანკის“ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, „ტერაბანკის“ ვიზა ბარათებით განახორციელონ ელექტრონული გადახდები და სხვადასხვა ტიპის ფინანსური ოპერაციები ხელსაყრელი საკომისიო ტარიფით. მემორანდუმს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან ძნელაძემ და „ტერაბანკის“ კომერციულმა დირექტორმა ზურაბ აზარაშვილმა მოაწერეს ხელი.
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აცხადებს, რომ განაგრძობს ბანკებთან თანამშრომლობას, რათა მომხმარებელს, ელექტრონული ანგარიშსწორების დანერგვისა და განვითარების გზით მუდმივად შესთავაზოს თანამედროვე და სწრაფი ანგარიშსწორების საშუალებები.