2017 წლის მარტში თებერვალთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,4%-ით შემცირდა; 2016 წლის მარტთან შედარებით კი 9,1%-ით გაიზარდა.
„საქსტატის“ ცნობით, მარტში წინა თვესთან შედარებით ფასები შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 1,3 %-ით, რაც ინდექსის მთლიან მაჩვენებელში -1,03 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (-1,5 პროცენტი) და ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (-1,0 პროცენტი).
სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე კი ფასები 4,5%-ით შემცირდა, რამაც ინდექსის ცვლილებაში -0,21 პროცენტული პუნქტი შეიტანა.
12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ პროდუქტებზე ფასების ცვლილებამ იქონია:
გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 8,6%-ით და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 7,10 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (38,4 პროცენტი), ასევე კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (7,8 პროცენტი). ფასები ტექსტილსა და საფეიქრო ნაწარმზე შემცირდა 23,1%-ით;
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 10,6%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაში 1,49 პროცენტული პუნქტი შეიტანა;
სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 12,6%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 0,50 პროცენტული პუნქტით აისახა.