ტურიზმის ადმინისტრაციამ ბაქოში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც ტურიზმის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, მათთან ერთად საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ახალციხის მუნიციპალიტეტი, ქუთაისის მერია, Sairme hotels and resorts, Sheraton Batumi და Divan Hotel.
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაქოს საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სტენდი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ვიცე-პრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამ დაათვალიერეს და გამოფენის ქართველ მონაწილეებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. სამდღიანი გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ჩირი და გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას. ბაქოს საერთაშორისო გამოფენაზე AITF 2017 მსოფლიოს 22 სახელმწიფოდან 272 კომპანია იყო წარმოდგენილი.