სოფელ მუხურჩას მოსახლეობა ”აგრი ჯორჯიასაგან” მიწის დაბრუნებას ითხოვს

მარტვილის რაიონ სოფელ მუხურჩაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები დაახლოებით, 800 ჰექტარამდე მიწის კომპანია "აგრი ჯორჯიასა" და კერძო ბიზნესმენის, რომან რურუასთვის გადაცემას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფლის მოსახლეობას, პრაქტიკულად, სახნავ-სათესი მიწა და საძოვრები არ დარჩა. სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ საკადასტრო ნახაზები აქვთ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს მიწები მათი საკუთრებაა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნისას უკანონოდ ჩამოერთვათ.

ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აქციის გამართვას მარტვილის გამგეობასთან გეგმავენ.