ავტოპარკის დიდი ნაწილი 10 წელზე ძველია.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ 2016 წელს საქართველოში რეგისტრირებული, იმპორტირებული და რეექსპორტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ კვლევაშია ნათქვამი.
როგორც კვლევაშია აღნიშნული ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი - 91% 2006 წლამდეა წარმოებული. 3 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები კი ავტოპარკის მხოლოდ 1,4%-ს შეადგენს.
ამასთან, კვლევის თანახმად, ყველაზე მეტი - 502 870 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც მთელი ავტოპარკის 45.5%-ს შეადგენს, 11-20 წლისაა. ავტოპარკის 45.4%, 501 539 ავტოსატრანსპორტო საშუალება კი 20 წელზე ძველია.