2017 წლის იანვარ-მარტში კომერციული ბანკების წმინდა მოგება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 147,896 მილიონი ლარით გაიზარდა.
მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 257,785 მილიონი ლარი იყო. 2016 წლის იანვარ-მარტში კი 109,889 მილიონი ლარი.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მარტში ბანკების შემოსავლებმა - 1,071,331 მილიარდი ლარი, ხარჯებმა კი - 785,310 მილიონი ლარი შეადგინა.