აჭარის მთავრობის გადაწვეტილებით, აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, რომლებსაც რეგიონის საკუთრებაში არსებული ფართები 2010 წლის 31 დეკემბრამდე აქვთ დაკავებული, ისინი საკუთრებაში გადაეცემა.
როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელშეკრულებო დეპარტამენტის უფროსი გელა ცინცაძე განმარტავს, შესაბამისი პროცედურები დაწყებულია და მოქალაქეებმა დოკუმენტები უნდა წარადგინონ.
„აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, რომლებსაც 2010 წლის 31 დეკემბრამდე დაკავებული აქვთ აჭარის საკუთრებაში არსებული ფართები და საცხოვრებელი დანიშნულებით იყენებენ, შეუძლიათ საკუთრებაში მიიღონ. ამისათვის საჭიროა დოკუმენტები წარმოადგინონ, პირველ რიგში, ორი მოწმის განცხადება, ნოტარიულად დამოწმებული, სადაც მითითებული იქნება, რომ მას 2010 წლის 31 დეკემბრამდე დაკავებული აქვს ფართი, ასევე, მერიის წარმომადგენლის დოკუმენტი და კომუნალური გადახდის ქვითრები. პროცედურები უკვე დაწყებულია“, - განაცხადა გელა ცინცაძემ.