მიმდინარე წელს ისრაელის სახელმწიფოში შესვლაზე საქართველოს 861 მოქალაქეს ეთქვა უარი , - ამის შესახებ შსს-დან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, 2016 წელს ისრაელში საქართველოს 2042 მოქალაქე არ შეუშვეს.
საქართველოსა და ისრაელს შორის სავიზო რეჟიმი 2013 წლიდან გაუქმდა. შესაბამისად, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, უვიზო რეჟიმის პირობებში 2014 წელს ისრაელის სახელმწიფოში შესვლაზე უარი 340 საქართველოს მოქალაქეს, 2015 წელს კი 244 მოქალაქეს უთხრეს.