ავტომობილების იმპორტში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების წილი 0.8%-ით შემცირდა

გასული ერთი წლის განმავლობაში იმპორტირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების წილი შემცირდა.

კერძოდ, 2016 წელს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მთელ იმპორტში - 38,9% შეადგინა; მაშინ როცა 2015 წელს ეს მაჩვენებელი 39,7% იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასულ წელს ავტოპარკი 8%-ით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტი კი 4.7%-ით გაიზარდა.

იმპორტირებული ავტომანქანების 18% დიზელის ძრავიანია. 0,8% აირზე მომუშავე ავტომანქანების იმპორტზე მოდის, ხოლო ჰიბრიდების იმპორტი 4-ჯერ გაიზარდა და მთელი იმპორტის 5,7% შეადგინა. ამასთან, 2016 წელს იმპორტირებულია 34 ერთეული ელექტრომობილი.

იმპორტიორ ქვეყნებში იაპონია კვლავ ლიდერობდა, საიდანაც იმპორტმა 2016 წელს მთელი იმპორტის 45% შეადგინა.