როგორ მოვაშოროთ გოგირდის დიოქსიდი (E 220,S02) მარკეტებში ნაყიდ ჩირს? დაჩირებული ხილის უმეტესობა, რომელსაც სავაჭრო ქსელში ვხვდებით და ძალიან მიმზიდველად გამოიყურება, სინამდვილეში გოგირდის დიოქსიდით (S02) არის დამუშავებული , რომელიც შეფუთვაზე წარმოდგენილია E220 კონსერვანტის სახით. ამ კონსერვანტით დამუშავებული ჩირი დაცულია სხვადასხვა მიკროორგანიზმის განვითარებისგან, პროდუქტს დიდხანს უნარჩუნებს ფერს და აფერხებენ ლპობის პროცესს.
თუმცა გოგირდის დიოქსიდი მაღალტოქსიკური ნივთიერებაა. მგრძნობელობა ამ ნივთიერებისადმი სხვადასხვა ჩივილით გამოიხატება: თავის ტკივილი, ხველა, გამონადენი ცხვირიდან, გულის რევის შეგრძნება, ფილტვების შეშუპება.
მართალია, არსებობს დასაშვები ნორმები S02-ის გამოყენებისა, მაგრამ დამეთანხმებით, მომხმარებელი მწარმოებლის კეთილ ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
ისევ ჯობს, ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ უკვე ნაყიდ პროდუქტთან. გოგირდის დიოქსიდი კარგად იხსნება წყალში. ამიტომ მაღაზიის ჩირის შეძენის შემდეგ ვიქცევით ასე: ჩავალბობთ ოთახის ტემპერატურის წყალში ერთი საათით, შემდეგ გავავლებთ გამდინარე წყალში და ნახევარი საათით კიდევ ჩავალბობთ. ამის შემდეგ ჩირს მოშორებული აქვს E 220 და შეიძლება მისი გამოყენება.
წყარო SHIN.GE