ბირმაში საქართველოს ორი მოქალაქე, ქვეყნიდან მოპარული 90 ათასი დოლარის გატანის მცდელობისთვის დააკავეს. როგორც ”რადიო თავისუფლება” წერს, ქართველები ბირმის პოლიციამ ქალაქის მთავარ აეროპორტში დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაკავებულებს ფული საცვლებში ჰქონდათ დამალული.
პოლიცია ვარაუდობს, რომ დაკავებულებისგან ამოღებული 90 ათასი დოლარი 21 აპრილს ვალუტის გადამცვლელი ბიუროდან იყო მოპარული.
„რადიო თავისუფლების” ცნობით, საქართველოს მოქალაქეები ბირმაში ტურისტული ვიზით იმყოფებოდნენ. გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულებმა ვალუტის გადამცველელი ბიუროს თანამშრომელი დაარწმუნეს, რომ დოლარი მათთვის გადასაცვლელი თანხის მიცემამდე გადაეცა.