თბილისში, შარტავას ქ. #31-ში მშენებარე ობიექტზე ერთი პირი გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, შემთხვევა დილით მოხდა.
"მონტაჟზე მუშაობდა, პატარა ბიჭი იყო, დაახლოებით 20 წლის. 21-ე სართულიდან გადმოვარდნილა, როგორც გავიგე", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მშენებარე ობიექტზე მომუშავე პირმა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაწყებულია გამოძიება.