საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე და ბიზნესმენი ფადი ასლი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ადამიანებს, ვისაც საქართველოში ვიზა არ სჭირდება, მესაზღვრეები სასტუმროს ჯავშანს, მოწვევასა და დაზღვევას სთხოვენ.
„ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ ფადი ასლის პოსტს.
„გაითვალისწინეთ, რომ ადამიანებს, ვინც საქართველოს სტუმრობს და ვისაც კანონით ქვეყანაში შესვლა ვიზის გარეშე შეუძლიათ, მესაზღვრეები სასტუმროს ჯავშანს, მოწვევასა და დაზღვევას სთხოვენ. მათ, ვინც მოთხოვნილ დოკუმენტებს არ წარმოადგენს, უკან გააბრუნებენ!
მესმის, რომ მოსთხოვო ადამიანს სასტუმროს ჯავშანი, მაგრამ რა საჭიროა მოწვევა, თუ ადამიანს უვიზოდ შეუძლია ქვეყანაში შესვლა?
თუმცა, ყველაზე მიუღებელი დაზღვევის მოთხოვნაა. მთელი მსოფლიო მოვლილი მაქვს და არც ერთ ქვეყანაში, არასდროს უთხოვიათ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა!
არ ვიცი, ვინ არის ის იდიოტი, რომელსაც თავში აზრად მოუვიდა, ასეთი მოთხოვნები წაეყენებინა ადამიანებისთვის, ვისაც საქართველოში უვიზოდ შესვლა შეუძლია. ეს ნეგატიურად აისახება ტურიზმზე, განსაკუთრებით კი ინვესტიციებზე.
გუშინ ღამით რამდენიმე მაღალი რანგის ინვესტორი, რომელთაც პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან ჰქონდათ შეხვედრა, მესაზღვრეებმა საათობით გააჩერეს და დაამცირეს, ვიდრე ქვეყანაში შემოუშვებდნენ. ესეც მას შემდეგ, რაც დიდი ხმაური ავტეხე. დაემშვიდობეთ მათ საინვესტიციო გეგმებს საქართველოში! აი, რა ხდება მაშინ, როცა რეგულაციებს უვიცები გასცემენ.
ისევ უცხოურ ინვესტიციებს ეძებთ? დამიჯერეთ, შეგიძლიათ დაივიწყოთ!“, - წერს ფადი ასლი.