ეკონომიკის სამინისტრომ გენდერული ბალანსის დაცვისთვის ჯილდო მიიღო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო „გენდერული ბალანსისთვის აღმასრულებელ დონეზე“ დაჯილდოვდა.

კონკურსში ოცდაათზე მეტი საჯარო სტრუქტურა, ბიზნეს-კომპანია და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო მონაწილეობდა.

კონკურსი გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) საქართველოში შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ხელშეწყობით გამართა.

კონკურსის პირობების თანახმად, ზემოხსენებული პრიზით ჯილდოვდება ორგანიზაცია, რომელმაც უკვე განავითარა სტრატეგია ან განახორციელა ღონისძიებები განსხვავებული სქესის წარმომადგენლობისა და მონაწილეობის გაზრდისათვის გადაწყვეტილების მიღებისა და მართვის უმაღლეს დონეზე. კონკურსის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ შემოწმდა ეკონომიკის სამინისტროს განსხვავებული სქესის წარმომადგენლობა აღმასრულებელ, მართვის უმაღლეს დონეზე, თანაბარი პირობები დასაქმებული ქალებისა და მამაკაცებისათვის და დაწესებულების გენდერული პოლიტიკა და სტრატეგია.