საბურთალოს რაიონში, გაზაფხულის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოებს ადგილზე თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნენ.
გაზაფხულის ქუჩაზე, 5000 კვადრატულ მეტრზე, დაიგება ასფალტის ახალი საფარი და მოეწყობა ბორდიურები.
გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე კაპიტალურად შეკეთდება 5 საცხოვრებელი კორპუსის შიდა ეზოც. ეზოებში, 2100 მეტრზე დაიგებას ასფალტის ახალი საფარი.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.