1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4100 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4100 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4100 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4038 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0062 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6161 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5718 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0443 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.