2018 წელს ფუფუნების საგნების რეკლამის ბიუჯეტის დიდი წილი ინტერნეტ რეკლამაზე მოვა

მიმდინარე წელს ფუფუნების საგნების რეკლამირებაში ბიუჯეტი გაიზრდება.

სააგენტო Zenithoptimedia-ს კვლევის Luxury Advertising Expenditure Forecasts-ის თანახმად, ზრდა 2018 წელსაც გაგრძელდება.

კვლევის მიხედვით, 2017 წელს ფუფუნების საგნებზე სარეკლამო ბიუჯეტი 2,9%-ით გაიზრდება, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 3,9%-ს მიაღწევს.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, ფუფუნების საგნების რეკლამირებისთვის ინტერნეტს ცნობილი ბრენდების 25,8% გამოიყენებს, 31,3% ტელევიზიას ირჩევს, 32,7% კი უპირატესობას ბეჭდურ მედიას ანიჭებს.

თუმცა, 2018 წლისთვის ფუფუნების საგნების რეკლამის ბიუჯეტის დიდი წილი ინტერნეტზე მოვა, რომელიც გადაუსწრებს ბეჭდურ მედიასა და ტელევიზიას. კვლევის მიხედვით, მომავალ წელს ინტერნეტზე სარეკლამო ბიუჯეტების 30,6% მოვა, ტელევიზიაზე - 29,9%, ბეჭდურ მედიაზე კი 29,7%.

კვლევის ავტორთა განცახდებით, ონლაინ სივრცე რეკლამისთვის ყველზე განვითარებად სექტორად რჩება. უპირველეს ყოვლისა, ინტერნეტში გაიზრდება ე.წ. „ფართო სპექტრის ფუფუნების საგნების” ნივთების, როგორიცაა, ავტომობილები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და სხვა რეკლამები. მაშინ, როდესაც ”მაღალი ფუფუნების საგნების” - სამკაულები, აქსესუარები, საათების რეკლამა ისევ პრინტში დარჩება. 2016 წელს ამ ქვეკატეგორიის რეკლამის ბიუჯეტის ოდენობამ ბეჭდურ მედიაში 73%-ს მიაღწია, თუმცა, არსებობს მოლოდინი, რომ ეს მაჩვენებელი 2018 წელს დაიკლებს და 70%-ს მიაღწევს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა აზრით, ფუფუნების საგნების რეკლამირება მოხდება მხოლოდ ბრენდის რეპუტაციული უსაფრთხოების გათვალისწინებით, ანუ , დიდი ალბათობით, იმ ონლაინ ან ბეჭდურ გამოცემებში, რომელთა საწყისიც პრესა იყო.

ყველაზე სწრაფად luxury სეგმენტის სარეკლამო ბიუჯეტები გაიზრდება აღმოსავლეთ ევროპაში - დაახლოებით, 10%-ით წელიწადში, სამხრეთ ამერიკაში 5%-ით წელიწადში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში - 4%-ით ყოველწლიურად.