აშშ-მ სირიას სანქციები გაუფართოვა

აშშ-მ სირიას სანქციები გაუფართოვა, იდლიბის პროვინციაში ქიმიურ შეტევასთან დაკავშირებით. როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში აღნიშნეს, სასანქციო სიაში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 271 თანამშრომელი მოხვდა.

„შავ სიაში მოხვედრილი პირები ქიმიურ სფეროში კვლევების ჩატარებით იყვნენ დაკავებულნი. ასევე, ქიმიური იარაღის შექმნის პროგრამაში მონაწილეობდნენ, სულ მცირე 2012 წლიდან“, - ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციაზე ნათქვამია, რომ „ის სახელმწიფო უწყებაა, რომელიც პასუხისმგებელია არაკონვენციური შეიარაღების წარმოებაზე“.

„აშშ მძლავრ სიგნალს იძლევა, რომ ასადის რეჟიმს ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ. ჩვენ ყველა იმ პირის ფინანსურ ქსელებს დავბლოკავთ, ვისაც კავშირი აქვს ქიმიური იარაღის წარმოებასთან“, - აღნიშნა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა.