“თეგეტა მოტორსი” მომხმარებელს გერმანული ბრენდის, VARTA-ს აკუმულატორების ყველაზე დიდ არჩევანს ექსკლუზიურად სთავაზობს, - ამის შესახე კომპანიაში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, VARTA-ს ბრენდის ასორტიმენტში ნებისმიერი ავტომობილისთვის მოიძებნება შესაბამისი აკუმულატორი. ავტომწარმოებლების უმრავლესობა ენდობა VARTA-ს ინოვაციებს, რის გამოც ქარხანაშივე კომპლექტდება VARTA-ს აკუმულატორებით Mercedes-Benz, Audi, BMW, Land Rover, Honda, Hyundai და სხვა ცნობილი ბრენდის ავტომობილები.
”VARTA Dynamic Trio-ს ჯგუფი აერთიანებს აკუმულატორების სამ ხაზს: VARTA Silver Dynamic, VARTA Blue Dynamic და VARTA Black Dynamic. VARTA Silver Dynamic - აკუმულატორი, რომელიც აჭარბებს ავტომწარმოებლების მოთხოვნებს, აქვს მაქსიმალური სარეზერვო ტევადობა და სასტარტო შესაძლებლობები. შესანიშნავია ელექტროობით გადატვირთული ავტომობილებისთვის და დიზელის ძრავებისთვის. VARTA Blue Dynamic - იდეალურია ყველა კლასის ავტომობილისთვის ელექტრო მომხმარებლების საშუალო რაოდენობით. VARTA Black Dynamic - განკუთვნილია ნაკლებად კომპლექსური ელექტროობით აღჭურვილი ავტომობილებისთვის”, - აცხადებენ ”თეგეტა მოტორსში”.
„თეგეტა მოტორსი“ გახლავთ VARTA-ს ბრენდის ექსკლუზიური დილერი საქართველოში 1998 წლიდან. „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ VARTA-ს ბრენდის აკუმულატორები 3 წლამდე ოფიციალური გარანტიით როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომობილებისთვის, მოტოციკლეტებისა და სკუტერებისთვის.
„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.
კომპანიის ინფორმაციით, „თეგეტა მოტორსი“ საქართველოში უმსხვილესი იმპორტიორია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. რაც ნიშნავს, რომ აქ წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის გამართული მუშაობის და უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა.