"ძალიან სამწუხაროა, რომ “ყაზტრანსგაზმა” საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილის გადაწყვეტილება მიიღო"

ძალიან სამწუხაროა, რომ “ყაზტრანსგაზმა” საქართველოსთვის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილის გადაწყვეტილება მიიღო , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ინვესტორმა.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილება არის მიღებული. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებების რესურსი და ამ მოლაპარაკების შედეგად ჩვენ საკმაოდ კარგ შედეგებს მივაღწევთ”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.