პაატა კვიჟინაძე - აუდიტის სამსახურის საქმიანობის შემოწმება შეიძლება იმავე წესით განხორციელდეს, როგორც ეს ეროვნული ბანკის შემთხვევაში ხდება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პაატა კვიჟინაძის აზრით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემოწმების წესი უნდა შეიცვალოს.

როგორც კვიჟინაძემ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ის გენერალური აუდიტორის პოზიციას იზიარებს და ფიქრობს, რომ აუდიტის სამსახურის საქმიანობას პარლამენტის დროებითი კომისია არ უნდა ამოწმებდეს.

“არსებობს პრეცედენტი, როცა ეროვნული ბანკის საქმიანობა მოწმდება შემდეგნაირად: - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პარლამენტს მსოფლიოს ოთხ ყველაზე მსხვილ აუდიტორულ კომპანიას წარუდგენს და აქედან კონკურსის საფუძველზე ირჩევა ერთი, რომელიც ეროვნული ბანკის საქმიანობას ამოწმებს. იგივე პრაქტიკა შეიძლება განმეორდეს აუდიტის სამსახურის შემთხვევაშიც“, - აცხადებს პაატა კვიჟინაძე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსურ აუდიტს ყოველწლიურად პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილი დროებითი კომისია ახორციელებს. კომისია პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალებისგან კომპლექტდება.