ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს.
როგორც ეროვნული ბანკი იუწყება, დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
„აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 43 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.300%-ით, მაქსიმალური 8.700%ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.638%-ით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 9.125%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება,“-აცხადებენ ეროვნულ ბანკში.